ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ლაბორატორია
ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებაა ფაგოთერაპიის გავლენის შესწავლა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების იმუნურ პასუხზე. კვლევები მოიცავს პრო- და ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების, ჰუმორული იმუნური პასუხისა და ფაგების მიმართ წარმოქმნილი სპეციფიკური ანტისხეულების შეფასებას, აგრეთვე იმუნოგენეტიკური ფაქტორების როლის განსაზღვრას ფაგოთერაპიის ეფექტურობაში და ინდივიდუალურ იმუნურ რეაქციებში.
ლაბორატორია ასევე იკვლევს ფაგების ფარმაკოკინეტიკურ და ფარმაკოდინამიკურ მახასიათებლებს, მათ შორის ორგანიზმში მათი განაწილების, ცირკულაციისა და ელიმინაციის პროცესებს, რაც მნიშვნელოვანია ფაგოთერაპიის ოპტიმიზაციისა და კლინიკური ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის.
თანამშრომლები
ეკატერინე ქართველიშვილი– ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი - e.kartvelishvili@pha.ge
ბესარიონ ლასარეიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
დალი გოგიაშვილი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი
ქეთევან ცანავა – მაგისტრი, მეცნიერ-თანამშრომელი
თამარ დალაქიშვილი – მაგისტრი, ლაბორანტი
სამეცნიერო-კვლევითი პროექტები (ბოლო 5 წელი)
- 2024 - განათლების საერთაშორისო ცენტრი - “ეროვნული და საერთაშორისო სკოლა: იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ფაგოთერაპია“. პროექტის მენეჯერი-ბესარიონ ლასარეიშვილი; სკოლის ჩატარების ადგილი და თარიღი: თელავი - 28.02.2025-02.03 2025, ქუთაისი - 14.03.2025-15.03.2025, აპრილი 26.04.2025-28.04.2025
- 2024 - ააიპ “ელიავას ფონდი-საქართველოში ბაქტერიოფაგების განვითარების ასოციაცია”- ფაგური ნაწილაკების ზედაპირული ფიზიკო-ქიმიური თვისებების გავლენა ორგანიზმში მათი ცირკულაციის ხანგრძლივობაზე.(წამყვანი მეცნიერი:ბესარიონ ლასარეიშვილი).
- 2019-2021 - “შოთა რუსთაველის საქათველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი”- AR-18 306: “პოლიკლონური იმუნოგლობულინის შემუშავება გართულებული სტაფილოკოკური ინფექციის სამკურნალოდ”. (წამყვანი მეცნიერი: ს. რიგვავა).
რჩეული პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი)
- Rigvava S., Natidze M., Gubeladze L., Karumidze N., Gogiashvili D., Dalakishvil T., Turiashvili T., Kavtaradze L., T.Torok. Selection of staphylococcal strains and obtaining polyclonal immune serum. WWJMRD,2021,vol.7, Issue 12, p.116-119. DOI:10.17605/OSF. IO/CJYZT. E-ISSN:2454-6615,p-128-131
- Rigvava S.,Natidze M.,Gubeladze L.,Karumidze N.,Gogiashvili D.,Dalakishvili T.,Turiashvili T.,Kavtaradze L,T.Torok. “Selection of Staphylococcal Strains and otaining policlonal immune serum”.wwjmrd.2021,Vol.7,Issue 12, p.116-119. DOI:10.17605/OSF.IO/CJYZT.
- Rigvava S,Gubeladze L,Natidze M,Gogiashvili D, N.I.Karumidze N,Dalakishvili T, Staphylococcal anatoxin preparation and diagnostic Test-system development. Annals of Agrarian Science”,2020,#4,vol.18,p.483-489.